logo
ENG


გუმბარიძე: გვარამიას ციხეში ყოფნა ნიშნავს ერთ უსამართლობას - რომ კიდევ გვყავს პოლიტპატიმრები
  • 486ნახვები

ნიკას ციხეში ყოფნა ნიშნავს ერთი დიდ და კონკრეტულ უსამართლობას და იმას რომ, საქართველოში ჯერ კიდევ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, მისი კლასიკური გაგებით. იმიტომ, რომ ნიკა მხოლოდ იმიტომ იმყოფება ციხეში რომ მისი დაჭერა და დატყვევება გადაწყვიტა ხელისუფლებამ და მისი ეს ჩანაფიქრი შემდეგ უკვე სისრულეში მოიყვანა დასანქცირებულმა კლანმა, მართულმა კლანმა, რომელიც თავის მხრივ სასამართლოს მართავს. ეს არის კლასიკური შემთხვევა იმისა, როგორ შეიძლება ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების ან პოლიტიკური მიზნების გამო იყოს ციხეში. ნიკა გვარამია დღეს არის ამის განსახიერება - ალბათ, ყველაზე უსამართლოდ დაჭერილი პატიმარია დღეს საქართველოში.

შესაბამისად, მე მოვედი იმისთვის, რომ გავაპროტესტო ეს მოვლენა, რომელიც უსამართლობაა. მოვედი იმისთვის, რომ სხვა ადამიანებთან ერთად ჩემი ხმა გავაგონო საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყნის კონსტიტუციის გარანტს და უმაღლეს მთავარსარდალს... მას როგორც პრეზიდენტს და ქვეყნის პირველ პირს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული მათ შორის თავისი ვალდებულებებიც. ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ერთი ხელის მოწერით ადამიანი გაათავისუფლოს და ეს დიდი უსამართლობა აღმოფხვრას - ეს მისი, როგორც პრეზიდენტის ვალდებულება უნდა იყოს. ის ამას არ აკეთებს გაუგებარი მიზეზების გამო. შესაბამისად, მე მისი სწორი ნარატივები მომწონს მაგრამ ადამიანი საბოლოო ჯამში პირველ რიგში მისი სწორი ქმედებების მიხედვით განისჯება. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ქმედებების ნაწილში მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ სწორ ნარატივებს, რომლებიც მას ბოლო პერიოდში აქვს ხოლმე.

 

განაცხადა ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა