logo
ENG


პაპუაშვილი: ფრენების ჩაკეტვა, ასევე ფრენების აღდგენა იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება
  • 394ნახვები

როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია. ჩვენ ერთადერთი გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, რომ მაშინ, მათ შორის ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები დასავლეთის ქვეყნების საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა. იმიტომ, რომ თავის დროზე იცით, რომ ეს სანქციის სახით იქნა შემოღებული რუსეთის მხრიდან.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.



ასევე ნახეთ
close დახურვა