logo
ENG


წილოსანი კობახიძის ფოტოებზე: პირადი ფოტოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა?
  • 905ნახვები

უბრალოდ ამორალობის მასშტაბი რომ დაგანახოთ - აუზზე გადაღებული ქალი პოლიტიკოსის ფოტოები რომ გამოსულიყო ინტერნეტ სივრცეში აუცილებლად ჩაიქოლებოდა და სწორიც არის!! პირადი სივრცეა და უზომოდ არაეთიკურია, ამორალურია.

და კაც პოლიტიკოსზე იგივე თემა ეთიკურია? თუ ეთიკურობას სქესი აქვს და რამე, ვინმეს აძლევს უფლებას პირადი ხასიათის ფოტოები აქვეყნოს და საზოგადოებას ქცევის ეს დეგრადირებული პრინციპები შეაჩვიოს?

ააა, თუ პირადი ხასიათის ფოტოების და ვიდეოების ფრიალი ნაცების და რადიკალების ნატურაა? ხო ნუ მაშინ გასაგებია

პ.ს გურული რომ ეშმაკს შეხვდება ის ანეკდოტი მახსენდება ყოველ ასეთ ჯერზე..

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი.

 

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აუზზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა