logo
ENG


სააკაშვილი: უკრაინა გარდატეხს ფრონტს, რუსეთი დაიშლება, აფხაზეთის დაბრუნების შანსი მოგვეცემა
  • 1546ნახვები

უკრაინა აუცილებლად გარდატეხს ფრონტს. დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება დაასრულოს პუტინის რეჟიმი. რუსეთი დაიწყებს მარტივ მამრავლებად დაშლას - პირველ რიგში ეს დაიწყება ჩრდილოეთ კავკასიიდან. ეს პროცესი აძლევს შანსს საქართველოს დავიბრუნოთ აფხაზეთი. ამავე დროს იქნება ლეკიანობის საფრთხეებიც ჩრდილოეთიდან... ერთადერთი ხსნა ევროკავშირშია და უკრაინაში. ყველა ვინც ახლა საქართველოში დაბრმავებულია რუსეთიდან შემოსული შავი ფულით ან პოლიტიკური მიზნით, ფსონს დებს პუტინის რუსეთზე - ძალიან სერიოზულად ცდება და ბოლომდე დამარცხდება. ჩემი პატიმრობა არის თავიდან ბოლომდე რუსეთის დაკვეთა, საქმეები აღიძრა მას შემდეგ, რაც უკრაინაში გავაქტიურდი 2014 წელს და ოდესის გუბერნატორი გავხდი. მაშინ პუტინი გამხეცებული იყო და ახლაც ასე აიგნორებენ ევროპის და უკრაინის მოწოდებას ჩემს განთავისუფლებაზე და სამკურნალოდ გადაყვანაზე - სწორედ მოსკოვის პირდაპირი მითითებით. კრემლი ამას არც მალავს და ქულებს იწერს.

უკრაინასთან ჩვენ 90-იანებშიც გვქონდა თბილი ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილი დაახლოება დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუცია იყო უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შთაგონების წყარო. საქმეებში ჩაერთო მაშინ პოლონეთიც. გაიხსენეთ ჩემი შვილი ნიკუშა - სამებაში იუშჩენკომ და კაჩინსკიმ მონათლეს... შეიქმნა 3 ზღვის კონცეფცია. ჩვენ რუსეთის დაშლის პარალელურად უნდა მივეკედლოთ ბალტიის - პოლონეთის, უკრაინის ღერძს. ამ ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს მიმართ, მაგრამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველოს არავინ მიიკარებს და მაშინ შეიძლება კავკასიურმა ძალადობრივმა ორომტრიალმა შთანთქოს ქვეყანა...

ერთი რამ ჩემთვის დღესავით ნათელია - რუსეთის ადგილი აღარ არის საერთაშორისო სისტემაში და ასეთი ქვეყანა მომავალ წელს შეწყვეტს თავის არსებობას - შესაბამისად მოშორდებიან მისი ორბიტის მმართველები. საქართველო უნდა მოემზადოს უკრაინასთან ერთო საზღვრის არსებობაზე, სადაც სოჭის მიდამოებში - უკრაინის ნაციონალისტთა პროგრამით მათი საზღვარი კავკასიაზე გადის და ისინი ომში გამარჯვების შემდეგ არ დაუშვებენ რუსეთის შემდგომ არსებობას, მითუმეტეს რომ შავი ზღვის მიწებს ყუბანში და მთლიანად კრასნოდარში თავის ისტორიულ მიწებად მიიჩნევენ... ყუბანში ადგილობრივები დღემდე უკრაინულად ლაპარაკობენ...

 

წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დროებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ წერილში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა