logo
ENG


ზარქუა დემარშზე: ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა
  • 477ნახვები

მე მგონია, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა. ეს დემარში N2 არის. პირველი იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, ხელი მოაწერინეს ელჩებს. სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს. შემოიყვანეს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის.

რაც შეეხება მეორე დემარშს, შემოიტანეს განცხადება და მისი სულისკვეთება რა არის - ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რომ მიეცეთ შესაძლებლობა ვიზის და დამატებითი ხარჯების გარეშე, თავის სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩვენ გვთხოვენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს სანქციები დავუწესოთ? ეს არის არსი? აბა რუსეთის მოქალაქეები ისედაც შემოდიან ლარსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან.

ის, ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან მიმართებითაც.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა. 29 მაისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს



ასევე ნახეთ
close დახურვა