logo
ENG


კობახიძე: [რუსეთს] მოსწონდა წინა მთავრობა, ახლა გავლენის გაფართოების კუთხით პროგრესი არ აქვს
  • 540ნახვები

ხვალ შემოვა [რუსეთი საქართველოში]? რატომ არ შემოდის? ძალიან მოსწონდა წინა ხელისუფლება [რუსეთს], იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20% და ძალიან მოსწონდა, მერე უვიზო რეჟიმი შესთავაზა ცალმხრივად - იქით მისცა, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა. ძალიან მოსწონდა წინა ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში [რუსეთს] აქვს 0 პროგრესი. არავითარი პროგრესი არ აქვს. არ ვიცი, თუ ვინმე მაზოხიზმითაა დაკავებული არ ვიცი, მაგრამ, როდესაც საუბარია ორი ხელისუფლების შედარებაზე, წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი პროგრესი საქართველოში გავლენის გაფართოების კუთხით და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს აღარ აქვს. თავად განსაჯეთ რას აქვს საფუძველი, ვის მიმართ მოწოდებას აქვს საფუძველი.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა