კარგი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ საქართველო არის ევროპული ერი, საქართველოს აქვს ევროპული ისტორია, საქართველოს აქვს ევროპული კულტურა და იდენტობა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის სიტყვა დადებითად შეაფასა - მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისი "ტონი შერბილებული" იყო, რაც "ხალხის რეაქციამ" უზრუნველყო.