logo
ENG


ზელენსკი: ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, უნდა გახდეს EU-ს და NATO-ს წევრი
  • 1019ნახვები

შესაძლებლობები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი, NATO, უკრაინა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი.

უკრაინელებიც, რომლებიც ძალიან აქტიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის და გამოხატავენ ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ და ღვრიან სისხლს, მათ ჯერჯერობით ვერ მიიღეს დადებითი პასუხის ევროპაში და NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად ყველაფერი გაურკვეველია - დაფიქრდით ამაზე. ეს იმედგაცრუებაა. იმედგაცრუება არის ჩვენს სამხედროებში, ჩვენს მოქალაქეებში - ისინი ძალიან აქტიურად იბრძვიან, იტანჯებიან უკრაინაში, მაგრამ მაინც აქვთ იმედი. ეს წელი არის სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა