logo
ENG


ზელენსკი: უკრაინის EU/NATO-ში გაწევრიანება აუცილებელია - ჩვენ გთავაზობთ მშვიდობის ფორმულას
  • 718ნახვები

მსურს ხაზი გავუსვა, რომ ზაფხულში, ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, უკრაინის მოწვევა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსში არის აუცილებელი და ძალიან საჭირო. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ შევიდეთ ევროკავშირში. ჩვენ ვემზადებით სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გზა გავიკაფოთ და შევუერთდეთ ევროკავშირსა და NATO-ს. დრო მოვიდა ამისთვის და ეჭვები უნდა გაიფანტოს. უკრაინისთვის დადებითი გადაწყვეტილება ნიშნავს დადებითი გადაწყვეტილება ყველასთვის - მოლდოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეჭვი არ მეპარება, რომ ბელარუსისთვისაც ასე იქნება და ასევე დაისადგურებს მშვიდობა ევროპაშიც. ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენგანი ვისაც გესმით, რომ ევროპა უნდა იყოს ჭეშმარიტად მშვიდობიანი უკრაინული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ღია ვართ, ჩვენ - გთავაზობთ მშვიდობის ფორმულას. ყველაფერი ნათელია. NATO-ს მნიშვნელობა ძალიან მაღალია და უნდა გაქარწყლდეს ჩვენი ეჭვები და შესაბამისად უნდა დაისადგუროს მშვიდობამ. უნდა გვქონდეს უსაფრთხოება

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე. [სინქრონული თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა