logo
ENG


კრამონი: კახოვკას ჰესის აფეთქება რუსეთის მორიგი ტერორისტული აქტია, გენოციდს აგრძელებენ
  • 407ნახვები

რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება მორიგი ტერორისტული აქტია. ის საფრთხეს უქმნის ასიათასობით ადამიანს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს. რუსეთი აგრძელებს უკრაინელების გენოციდს და მათი ქვეყნის ეკოციდს. ტერორისტული აქტები გვაიძულებს, უფრო გადამწყვეტი გავხადოთ უკრაინის მხარდაჭერა.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

 

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა