logo
ENG


ზელენსკი: ხერსონში 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია შევძელით, მდგომარეობა კვლავ უმძიმესია
  • 368ნახვები

ჩვენ ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას უკრაინის სამხრეთში, შევძელით დაახლოებით 4000 ადამიანის ევაკუაცია. დატბორილია ათობით ქალაქი და სოფელი. კვლავ უმძიმესია მდგომარეობა ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში. რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზებისა და პუნქტების, იმ ნავების დაბომბვას, რომლებითაც ხალხი გადაჰყავთ.

რუსი ტერორისტებისა და თავად ტერორისტული სახელმწიფოს სრული და სამართლიანი პასუხისმგებლობა არის წინაპირობა იმისა, რომ მსგავსი ბოროტება მსოფლიოში აღარ განმეორდეს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

6 ივნისს, რუსებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა