logo
ENG


წითლიძე: პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას
ანი წითლიძე
13 ივნ, 2023 12:24
წითლიძე: პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას
  • 713ნახვები

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან დამარცვლით გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას - ქართული ოცნების ეს კანონპროექტი კი, ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში, შეიძლება, გამოყენებული იქნეს ოპოზიციურად განწყობილი იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება, გაუჩნდეს სურვილი, რომ დაეხმაროს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც ხელს უშლის 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას. ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე. გუშინ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი არ მიიღონ და მთავრობამ სისტემური რეფორმები ჩაატაროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა