logo
ENG


ზელენსკი: პარტნიორებს აქვთ იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს რაკეტის კომპონენტებს აწვდიან
  • 330ნახვები

სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები კომპანიებისგან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნიდან. შემდეგ ეს კომპონენტები რუსეთში სხვადასხვა გზით იგზავნება. თუ ავიღებთ, მაგალითად, ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს კრივი რიჰს მოხვდა, მასში შემავალი 50-მდე კომპონენტი - ძირითადად მიკროელექტრონიკა - სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული.

ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები შესაბამისი ქვეყნების დიპლომატებს შეხვდნენ. ყველა პარტნიორს აქვს კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს მკვლელობისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდიან. ეს სია ხელმისაწვდომია. მსოფლიოში ასევე ყველას ესმის, როგორ ცდილობენ რუსი ტერორისტები სამყაროს მოტყუებას. და ჩვენ ველოდებით დასკვნებს და სწრაფ მოქმედებას რუსული სარაკეტო ტერორის შესაჩერებლად.

 

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ივნისის ვიდეომიმართვისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა