ლაჩრობა არასდროს არ ყოფილა მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში. ლაჩრობა არის კოლაბორაციონიზმი, რასაც ისინი ეწევიან ახლა თავისი პოლიტიკით. ლაჩრობაა ის, რომ პუტინის ბრძანებით ამ ომის უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. ლაჩრობაა ის, რომ მათ თვალწინ, დღისით, მზისით დაეხეტებიან ზღვარგადასული მოქმედებებით კადიროველები მათ წინაშე ქვეყანაში და ამაზე პასუხი არ აქვთ. ათასობით სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც, მინდა ხაზი გავუსვა, დღესაც ღირსეულად მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, მათ შეურაცხყოფენ. აი, ეს არის ლაჩრობა, ეს არის ფარჩაკობა და ეს არის კოლაბორაციონიზმი, რასაც მათი განცხადებები ემსახურება.
ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა გენერალმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, ზაზა გოგავამ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომ 2008 წელს საქართველომ ომი "ლაჩრულად წააგო".