logo
ENG


ჭყონია: განცხადებაზე არ ვიცოდი, გული კინაღამ გამისკდა... შეურაცხყოფილი ვარ
თემურ ჭყონია
16 ივნ, 2023 16:10
ჭყონია: განცხადებაზე არ ვიცოდი, გული კინაღამ გამისკდა... შეურაცხყოფილი ვარ
  • 9667ნახვები

ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს...

განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო - ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს - არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა...

მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი.

ამბობს რადიო თავისუფლებასთან მაკდონალდს ჯორჯიას ხელმძღვანელი თემურ ჭყონია.

მაკდონალდსმა თავდაპირველ განცხადებაში ბოდიში მოიხადა ელტონ ჯონის შესახებ წიგნის გამო, მოგვიანებით კი წაშალა და მორიგ განცხადებაში "ბუნდოვანების გამო" ბოდიში მოიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა