იმედი მაქვს, რომ უკრაინა ძალიან მალე გახდება NATO-ს წევრი. NATO გაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა შეუერთდება ჩვენს ალიანსს. ისე როგორც გავძლიერდით, როცა ფინეთი შემოგვიერთდა. როცა შვედეთი შემოგვიერთდება, მაშინაც გავძლიერდებით და იმედი მაქვს, რომ ესეც მალე მოხდება. მთელი ევროპა იქნება უფრო დაცული, მას შემდეგ რაც უკრაინა შეუერთდება NATO-ს. ზუსტად არ ვიცი, ვილნიუსში რა შედეგები დადგება. ოფიციალური მოწვევა არ იქნება - ალიანსის წევრი ბევრი ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და კონკრეტული იქნება ვიდრე დაპირება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მოვისმინეთ რამდენიმე წლის წინ... ვნახავთ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს.
განაცხადა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.