logo
ENG


სტოლტენბერგი: ომი უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა, ის 2014 წელს დაიწყო
  • 632ნახვები

პრეზიდენტმა პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველას გვინდოდა უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები რუსეთთან და ვმუშაობდით ამ საკითხზე. თანდათან ეს იმედები გაქრა. პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის გამო, საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში. უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დაამსხვრია რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია. ასე რომ, ჩვენ ვართ ისტორიის გარდამტეხ მომენტში და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ ახლა, განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. უკრაინაში შეჭრა რუსეთის ქცევის ნიმუშის ნაწილია და ეს სულ მცირე 2008 წელს, საქართველოდან დაიწყო, როდესაც ისინი საქართველოში შეიჭრნენ. შემდეგ იყო სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ კი ომი უკრაინაში, რომელიც გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში გამართულ ღონისძიებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა