logo
ENG


ხაბეიშვილი: სებ-ში მამაცაშვილის კადრი დანიშნეს, ივანიშვილი დამატებით მილიონებს იშოვის
  • 511ნახვები

ეკონომიკის მინისტრი რომ იყო, მაშინ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი, გახრა პირდაპირი მნიშვნელობით ის, რაც ქართველი ხალხის იყო და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პირადად უჩა მამაცაშვილმა მისი კადრი განაწესა ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით როგორც მოუნდებათ, მათ შორის საბანკო ოლიგარქიის მართვა, დამატებით როგორც მოისურვებენ დოლარის კურსის ცვლილებით მილიონების შოვნას ძარცვის ხარჯზე, ძალიან მარტივად შეისრულებს უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უჩა მამაცაშვილის კადრი დანიშნეს ეროვნულ ბანკში მაღალ თანამდებობაზე და ჩააბარეს ის სისტემა, რომელი სისტემიდანაც გატარებული პოლიტიკის გამო ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ძარცვის ხარჯზე დამატებით მილიონებს იშოვის. უნდა დავშალოთ ეს ოლიგარქია, უნდა გავიმარჯვოთ რუსულ კრიმინალურ ხელისუფლებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ასეთ ნეპოტისტურ, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს მოეღება ბოლო.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტად ნათია თურნავას არჩევაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა