logo
ENG


ხაბეიშვილი გვარამიაზე: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის
  • 408ნახვები

მნიშვნელოვანია, რომ ფაქტი დადგა - ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. იქნება ეს ნიკას მეგობრები თუ უბრალოდ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი რომ გყავს დატყვევებული, ისე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ან ევროკავშირში არ მიგვიღებენ - ორჯერ ორია. ასევე, წინ გვაქვს სერიოზული ბრძოლები და ასევე ცხადია, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარების ევროპულ რეზოლუციებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან პირდაპირ განცხადებებს, იგივე ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან დაკავშირებით, მიშა სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შესაბამისად, გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდა. მძიმე ღამე აქვს ახლა რუსულ ოცნებას, მესმის, ძალიან მძიმე დღეში არიან...

პრეზიდენტის ეს აქტი მიმართულია არა კონკრეტული ერთი ადამიანის თავისუფლებისკენ, არამედ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. 

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

 


ასევე ნახეთ
close დახურვა