logo
ENG


კობახიძე: როცა ჭკუა არ გყოფნის, სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც გეყოს, რომ გაჩუმდე
  • 1366ნახვები

გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძემ გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე.

გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, ყველაფერთან ერთად. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, ეს არის რეალურად ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, კოლექტიური ოპოზიციის სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე, სისულელე და მეტი არაფერი.

მაგრამ ამ სისულელეს გუშინ ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის ყველა ლიდერი პრაქტიკულად, ამ უბრალოდ სისულელეს, რაც დამტკიცდა რომ სისულელე იყო დღეს დილით... მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო და უშიშროების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა. დღეს დილით ხომ ვიცით, რომ ეს სისულელე იყო? მაგრამ გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა მთელი ოპოზიცია, ეს იყო სრული სისულელე.

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების პარალელურად, ოპოზიციამ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა - თუმცა ამ ინიციატივას კობახიძემ იმავე დღეს "სისულელე" უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა