logo
ENG


ბოჭორიშვილი კულებაზე: არ მგონია, ახლა უკრაინას უფლება ჰქონდეს, მმართველობა დაგვიწუნოს
  • 718ნახვები

ქართველი ხალხის შესაფასებელია ნამდვილად, რა გზით ვითარდება საქართველო და ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არ მგონია, ახლა უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა ან უფლება, რომ აკრიტიკოს საქართველოს განვითარების შედეგები, გზები და დაგვიწუნოს მმართველობა.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მყარ მეგობრობას ეფუძნება და მსგავსი განცხადებები ვერ შეცვლის იმ საფუძვლებს, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. კულებას თქმით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო სურთ რომ ააშენონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა