logo
ENG


პუტინი რუსეთის ძალოვან უწყებებს: თქვენ დაიცავით სამშობლო და შეაჩერეთ სამოქალაქო ომი
  • 462ნახვები

თქვენ დაიცავით კონსტიტუციური წყობა, სიცოცხლე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება. დაიცავით სამშობლო რყევებისგან და ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. არ მოგვიხდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან შენაერთების გამოყვანა. ვითარების სტაბილიზაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა თქვენმა სიმტკიცემ და სიმამაცემ და ასევე, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილ რუსეთის ძალოვან უწყებებს მიმართა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.



ასევე ნახეთ
close დახურვა