logo
ENG


მშვილდაძე თავდასხმაზე: უცნობი პირი იყო, ახსენა, "შენ პატრიარქს როგორ აგინებო"
  • 2245ნახვები

უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ... "შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ. [...]

მე არ მჯერა, რომ ცუდი რაღაცები თავისით ხდება და არ მჯერა, რომ ადამიანებს ჰყოფნით სიბრიყვე, რომ რაღაც გამოგონილი სიგიჟის გამო ჩადიოდნენ საქციელს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით წლობით.

სამართალდამცავებისგან რეაგირება იყო სწრაფი და ადეკვატური, ჯერჯერობით ყველაფერი მიმდინარეობს ადეკვატურად და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. თუ პოლიციის ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაშინ უნდა გაიზარდოს ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო და დამნაშავეები მოქმედებდნენ წინასწარ დაპირების და ხელშეწყობის პირობებში, თუ ჩვეულებრივ გაგრძელდა და დაისჯებიან, მაშინ უფრო მაღალი ალბათობაა იმის, რომ უბრალოდ ადამიანები მართლა შეჰყავს შეცდომაში და აბოროტებენ იმ პროპაგანდით, რასაც აწარმოებენ ჩვენი "კოლეგა" არხები და მაშინ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ საკუთარ საქმიანობაზე და შედეგებზე. ეს ნორმალური არაა, შიგნით პატარა ბავშვები იყვნენ და დაისტრესნენ. ჩემ თავსაც ვდარდობ ცხადია, მაგრამ მე არ ვიყავი ერთადერთი დაზარალებული ამ ამბით. ასეთი რამ რომ ხდება ქალაქის ცენტრში, ეს არის საშინელება, სტრესული ვითარებაა.

ცალკე კიდევ სირცხვილია ძალადობისთვის პატრიარქის სახელის აფარება და ეს უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში.

ამბობს ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე. ცოტა ხნის წინ მას თავს დაესხნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა