logo
ENG


ხაბეიშვილი: სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს - ივანიშვილი კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება
  • 512ნახვები

16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ... გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით - მიშა მშვილდაძე.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ : ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ სანამ, თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება - მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა