logo
ENG


გრეგოროვა: ვიცი, ზოგი პუნქტი არაა შესრულებული, იმედია, ოცნება გაითვალისწინებს ამ შეფასებებს
  • 309ნახვები

მე ვიცი, რომ რამდენიმე პრიორიტეტი არის შესრულებული, ასევე ვიცი, რომ რამდენიმე არასამთავრობოს შეფასებით, რამდენიმე არ არის ამ დრომდე შესრულებული და ეს არ არის მხოლოდ პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს ამ შეფასებებს და როდესაც კომისია შეაფასებს პროგრესს ყველა მათგანი იქნება შესრულებული.

მე მიკერძოებული ვარ, ევროკავშირიდან ვარ და რა თქმა უნდა, მინდა რომ საქართველო ვიხილო ამ კავშირში, რადგან ეს ძალიან კარგი იქნება. თავად გზაც კი რომელსაც ქვეყანა გადის ევროკავშირისკენ არის ძალიან სარგებლიანი, რადგან ევროკავშირი არის სტაბილური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ასევე ეკონომიკურად ძალიან ძლიერი. ასე რომ ამ სივრცესთან დაახლოება მხოლოდ კარგია საქართველოსთვის

 

განაცხადა ევროპალამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებთან. ევროპარლამენტარი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზეა მიწვეული, რომლის ერთ-ერთ პანელზეც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის მინიჭების საკითხს განიხილავს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა