logo
ENG


ჯაფარიძე: მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი პრაქტიკულად დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
  • 691ნახვები

ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი პრაქტიკულად დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან მოითხოვა, რომ 48 საათის განმავლობაში საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის.

ქართული ოცნების მეცადინეობით, ომში მყოფ მეგობარ ქვეყანასთან ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი ურთიერთობები, რაც მხოლოდ მოსკოვს ახარებს. რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება არის პირდაპირ ის, რისი სურვილიც აქვს რუსეთს. ახლა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინასთან! 

ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს



ასევე ნახეთ
close დახურვა