logo
ENG


გონჩარენკო ელჩზე: თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილზე, ვფიქრობ, დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა
  • 769ნახვები

მას შემდეგ, რაც საქართველოს ელჩი დაბრუნდება თბილისში, თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ელჩი აღარ დაბრუნდება უკრაინაში, აღარ მიეცემა იმის უფლება, რომ უკრაინაში დაბრუნდეს, რაც პრინციპში, ჩვენს ქვეყნებს შორის იქნება პირველი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვისა. ამაში იგულისხმება, რომ უკრაინის ელჩი დიდი ხანია არ იმყოფება თბილისში და საქართველოს ელჩიც აღარ იქნება კიევში, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, არის ასევე ძალიან დიდი დაბრკოლება საქართველოს გზაზე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს მთავრობის რიტორიკაა, რომ არიან პროევროპულები, რეალურად კი ისინი აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ შეაჩერონ საქართველო, რომელიც მიდის ევროპისაკენ და ხელში ჩაუგდონ პუტინს ქვეყანა.

ამბობს უკრაინის რადას დეპუატი ოლექსი გონჩარენკო ფორმულას ეთერში.  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს



ასევე ნახეთ
close დახურვა