logo
ENG


პოდოლიაკი: უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი
  • 1587ნახვები

მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი - ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი - არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის - არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი, დაბრუნებულიყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. არავითარი სცენარი არ დამუშავებულა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ასეთი გეგმა არ ყოფილა.

განაცხადა გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ქართული ოცნების პროპაგანდაზე საუბრისას, რომ თითქოს უკრაინა და მეგობარი ქვეყნები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა