logo
ENG


მამა ლეონ გელოვანი პრაიდფესტის ჩაშლაზე: ეს ხალხი ეკლესიის სირცხვილია
  • 15702ნახვები

დღევანდელი კადრებით ნათლად გამოჩნდა თუ ვინ არის ჩაგრული - ის ხალხი, რომელიც კერძო საკუთრებაში სრულიად უწყინრად იკრიბებოდა და დაარბიეს, მაგრამ ამასთანავე ნათლად გამოჩნდა ვინ არის შესაბრალი, საწყალი, სასწრაფოდ საშველი - ეს სწორედ ის ხალხია, ვინც ამ ჩაგრულთა მინიმალური ღირებულების საკუთრებას, მათ შორის რამდენიმე დღის წინ მათ მიერვე ერის გამრყვნელად გამოცხადებულ კოკა-კოლას ძალის გამოყენებით დაეუფლა და ამით გაიხარა. იესოს ჯვარმცმელ კაიაფა მღვდელმთავარშიც კი უფრო მეტად შეიძლებოდა შეემჩნია ადამიანს ჭეშმარიტი ღვთის რწმენის ნაპერწკალი, ვიდრე ამ ბრბოში. ეკლესიის სირცხვილია ეს ხალხი, რადგანაც ქრისტეს ეკლესიას მიაკუთვნებენ თავს და ამიტომ, ქრისტეს რწმენის მატარებელმა ყოველმა სამღვდელომ თუ საერომ უნდა უმეოროს ამ სამარცხვინო ადამიანებს, რამდენად არაქრისტიანული, არაადამიანური და ამორალურია მათი საქციელი. ასევე, მუდამ უნდა უმეორონ, თუ რამდენად დიდ პროპაგანდას უწევენ აგრესიის გაღვივებას  ახალგაზრდებში, შესაბამისად, რამდენად რყვნიან მომავალ თაობას

წერს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჩაშლილ პრაიდფესტზე. 

დღის ყველა სიახლე ერთად: შსს-ს პირობის მიუხედავად, პრორუსულმა ჯგუფებმა პრაიდფესტი ძალადობრივად ჩაშალეს 



ასევე ნახეთ
close დახურვა