logo
ENG


სააკაშვილი: უკრაინა და ზელენსკი მე არ მიმატოვებენ
  • 574ნახვები

ის, რაც ხდება ჩემს მიმართ არის კლასიკური აზიური დესპოტის, კაციჭამიური ინსტინქტის გამოვლინება. ამიტომ დაწერა ევროპარლამენტმა, რომ მე ვარ ოლიგარქის პირადი შურისძიების მსხვერპლი, ხოლო ევროპის საბჭოს რეზოლუციის თანახმად, გამოცხადებული ვარ, პუტინის პირად პატიმრად. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ რაც ჩემს მიმართ ხდება არის სრულიად უპრეცედენტო, საქართველოს ისტორიისთვის და თანამედროვე ევროპისთვის. ამიტომ, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა შედის ოლიგარქის ინტერესებში, რომელმაც არც საქართველოს ისტორია იცის და ევროპაზეც ძალზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს, არამედ რა იქნება კარგი საქართველოსთვის. უკრაინა და ზელენსკი მე არ მიმატოვებენ. ჯერ ერთი მე მართლაც ვარ არამხოლოდ ქართველი, არამედ უკრაინელი მოღვაწე. ჩემი ცხოვრების შეგნებული ნაწილის უმეტესობა უკრაინაში მაქვს გატარებული და უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი მყავს. გარდა ამისა, ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ძალიან თანმიმდევრულია თავისი პრინციპების გატარებაში და ომში გამარჯვების პარალელურად, მისი ბერკეტები მკვეთრად გაიზრდება და თუ ვინმეს იმედი აქვს რომ მერე, რაღაცნაირად მოელაპარაკებიან კულუარებში, ძალიან ცდებიან, ჯობს გააკეთონ ის, რასაც ახლა ითხოვს.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დროებასთან ინტერვიუში. 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა