logo
ENG


იოზვიაკი NATO-ზე: საქართველოსთვის კარი ღიაა, მეტი არაფერი, არც MAP-ი, არც სხვა რამ ერგება
  • 1984ნახვები

უკრაინას არ სჭირდება MAP-ი. ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. უფრო მეტს მოითხოვენ ისინი - რაღაც თავისებურ გზას წევრობისთვის; ეს ჯერ არ მომხდარა, თუმცა უკვე დიდი პროგრესია, თუ შევადარებთ საქართველოს. საქართველოსთვის ყოველთვის კარი ღიაა, მაგრამ მეტი არაფერი, არც MAP-ი და არც სხვა რამ, საქართველოს არ ერგება, უკრაინა მიიღებს დაპირებას რომ ერთ დღეს გაწევრიანდება, მაგრამ საქართველო რჩება იმ ადგილზე, სადაც ბუქარესტის სამიტის მერე იყო... მრავალი წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ასწრებდა უკრაინას. საქართველო იყო ლიდერი, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც MAP-ს ითხოვდა დაჟინებით.

უკრაინაში ომის დასაწყისში, უკრაინა და საქართველო ერთად მიდიოდნენ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა - რატომ? იმიტომ, რომ არ ჩანს რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, არ ჩანს რომ სურვილი აქვს პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამიტომაც დაშორდნენ უკრაინას და ეს დაშორება კიდევ უფრო გაძლიერდა... ზელენსკი ჩამოდის ამ სამიტზე. უკრაინას ეყოლება საკუთარი საბჭო NATO-ში... ის ფაქტი რომ სამიტზე საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და პრეზიდენტი ან პრემიერი აქ არ იმყოფებიან, ძალიან ნეგატიურად აისახება თქვენ ურთიერთობაზე NATO-სთან.

განაცხადა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]

ხვალ ვილნიუსში NATO-ს ორდღიანი სამიტი იწყება - წევრობისთვის უკრაინის განაცხადისა და მაპის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მოსალოდნელია, რომ 11-12 ივლისს მთავარი საკითხი სწორედ უკრაინა იქნება. თუმცა ალიანსის ლიდერები იმსჯელებენ დღის წესრიგში მდგომ სხვა თემებზეც.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა