logo
ENG


ზელენსკი: გვაქვს ახალი შეთანხმებები იარაღზე, დროა, ყველა შეთანხმება კონკრეტულ შედეგად იქცეს
  • 398ნახვები

ვილნიუსის სამიტზე ჩვენ თითქმის ყველა პარტნიორთან კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა დროა, თითოეული ასეთი შეთანხმება კონკრეტულ შედეგად იქცეს. ჩვენ ვამზადებთ წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისთვის. გვაქვს ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობაზე, ავიაციაზე და ახლა მათ ვაკონკრეტებთ. ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ NATO-ს მიმავალ გზაზე, ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების მომზადებით გრძელდება. ვილნიუსიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, 6 ქვეყანა შეუერთდა მსოფლიოს 7 უდიდეს დემოკრატიას, რომლებთანაც უსაფრთხოების გარანტიებზე შევთანხმდით: ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. დარწმუნებული ვარ, გარანტორების რაოდენობა გაიზრდება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა