logo
ENG


კრამონი: კომისია იღებს ცნობებს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, ეს არაა ოპოზიციის ნარატივი
  • 591ნახვები

გრძელი სიაა რეკომენდაციების, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესრულებული. მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთი დამატებითია. ეს არ არის რეკომენდაციებში, მაგრამ ვიცით, რომ აქვს გავლენა, ეფექტი პროცესზე. კომისია ყოველდღიურად იღებს ცნობებს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება. ეს არ არის ოპოზიციის ან სხვა საქართველოში სხვა აქტორის ნარატივი, არამედ კომისიის შეფასებაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ცვლილებები იყოს, მაგრამ ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ 3, ნაკლებად კრიტიკული რეკომენდაცია. დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა არაა განხორციელებული - იმ ეტაპზეც კი არ არის, რომ ვიფიქროთ, პროცესი დაწყებულია. ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს. დრო კიდევ არის, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ამის სურვილი მმართველ გუნდს აქვს. მე იცით, რომ ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო ასე არ ფიქრობს - მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენებია.

 

ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა