logo
ENG


ღარიბაშვილი: ვიცი, უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი
  • 3332ნახვები

გასაგებია ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა დამიდასტურეს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ უკრაინასთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს, უკრაინელ ხალხთან, ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელი ხალხი, მინდა მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. ვფიქრობ, მაინც მჯერა, რომ კონკრეტული ეს გამოვლინებები და ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა