logo
ENG


ოდესის მერი რუსებს: ძალიან ცუდად გვიცნობთ, თქვენ ვერ გაგვტეხთ, უფრო გაგვაბრაზებთ
  • 471ნახვები

რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერორს. რუსი ბარბაროსები მიზანმიმართულად ანადგურებენ კულტურას, მეცნიერებას და რელიგიას. უკრაინა აუცილებლად აღადგენს ყველაფერს, რასაც რუსული სამყაროს სისხლიანი ხელი მისწვდა.

რამდენიმე სიტყვა რუსულად, სპეციალურად რუსებისთვის. რომ იცოდეთ, როგორ სძულხართ ოდესას. თქვენ ებრძვით პატარა ბავშვებს. მართლმადიდებლურ ეკლესიებს.  თქვენი რაკეტები სასაფლაოებსაც ანადგურებს. ოდესელებს თქვენ ძალიან ცუდად გვიცნობთ. თქვენ ვერ გაგვტეხთ, მხოლოდ უფრო გაგვაბრაზებთ. ჩვენი დამცველების სიძლიერე გამრავლებული უბრალო ხალხის ტკივილსა და ბრაზზე თქვენი სასჯელი გახდება.

განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა. ასე ეხმაურება ის ოდესაში, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა