logo
ENG


მამა ლეონ გელოვანი: ოდესის ტაძარი თავად კირილემ აკურთხა, მისივე ნაკურთხი რაკეტებით დაიბომბა
  • 715ნახვები

ოდესის ფერიცვალების ტაძარი აშენდა ძველი ტაძრის ადგილას. ტაძრის, რომელიც ასევე საკათედრო და ოდესაში ერთ-ერთი დიდი ტაძარი იყო და ააფეთქეს ბოლშევიკებმა. შემდეგ აშენდა ეს ტაძარი და როგორც რუსეთის პატრიარქებს სჩვევიათ ხოლმე, მათ დაქვემდებარებულ ქვეყნებში, როდესაც დიდი საკათედრო ტაძარი იხსნება, ცდილობენ, ტაძარი თავად აკურთხონ და ეს იყოს მანიშნებელი იმისა, რომ თავად არიან იქ მმართველები. სწორედ, 2010 წელს პატრიარქი კირილე თავად ჩავიდა ოდესაში, ეს ტაძარი მისი ნაკურთხია, რომელიც ასევე მისი ნაკურთხი რაკეტებით დაიბომბა დღეს.

თქვა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა, მამა ლეონ გელოვანმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 23 ივლისს, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის დროს დაინგრა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი.



ასევე ნახეთ
close დახურვა