მართლა გასაოცარია, ქაჯებს ეძახის ადამიანებს, რომლებიც თავისი ქვეყნის ინტერესებს და ღირსებას იცავს. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქაჯობის მიღმა დგას პირდაპირი გაგებით რუსული გეგმა, რუსული ღალატი და საერთოდ, ღალატის პარტიაა. ესენი პრორუსები არ არიან, ესენი არიან რუსები. სწორედ ამ ქაჯის გამოსვლამ უნდა გაამხნეოს ქართველი პატრიოტები და არ უნდა შედრკნენ, როგორც ვიცი კიდევ ჩამოდის ერთი კრუიზი, აქტივობაა საჭირო.
თქვა მხატვარმა გია ბუღაძემ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმის პორტში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს "ქაჯური" უწოდა.