logo
ENG


ვოლსკი: რუსი, რომლისთვისაც სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მას დასდევს - მიზნისკენ მიდიან
გია ვოლსკი
28 ივლ, 2023 13:11
ვოლსკი: რუსი, რომლისთვისაც სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მას დასდევს - მიზნისკენ მიდიან
  • 645ნახვები

ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის საბჭოთა კავშირი არსებობს, რუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი და ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად. პროვოკაციულია ეს ყველაფერი. არ რცხვენიათ მაინც? იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა იმას, რომ საქართველოა დამნაშავე - არა მარტო იმაში, რომ ომი დაიწყო ფართომასშტაბიანი, არამედ ის, რომ რუსების პროვოკაცია მოახდინეს და რუსები იძულებული გახადეს რომ შემოსულიყვნენ საქართველოში

 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ბათუმის პორტში ოკუპანტების საკრუიზო ლაინერის გამო მოქალაქეების პროტესთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა