logo
ENG


ქადაგიშვილი კრუიზის გამო პროტესტზე: რა გინდათ საქართველო ჩრდ.კორეასავით ჩაკეტილი იყოს?
  • 849ნახვები

ეს გემი არც რუსულია და არც რუსეთიდან არ შემოსულა, თურქეთიდან შემოვიდა. თურმე, გემზე, რომელიც უცხო ქვეყნისაა, უცხო ქვეყნიდან მოდის და უცხო ქვეყანაში მიდის, ამ გემზე შეიძლება იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ ასეთი ობსტრუქცია? რა გინდათ, ანუ, რას მივაღწიოთ  საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილო ქვეყანა იყოს? და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება, რომელიმე გემზე ან რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?

როდესაც ვხედავთ, რომ იქითკენ არის ტენდენცია, მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა... ხშირ შემთხვევაში ვინც საქართველოს ისტორიას კარგად იცნობს, პროვოკაციას როცა პასუხობ არათანმიმდევრულად, როცა პროვოკაციას პასუხობ აქეთ პროვოკაციით, სწორედ ეს იწვევს სიტუაციის ესკალაციას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. 28 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელზეც სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იყვნენ, ბათუმის პორტი აქციის ფონზე დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა