logo
ENG


არახამია 2008 წლის ომზე: ქართველები იყვნენ პირველები - გაუძლეს, შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა
  • 1002ნახვები

დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას და ეს საბედისწერო პროგნოზი სრულად ახდა და დღეს ყველა აღიარებს, რომ ქართველები და სააკაშვილი მაშინ მართლები იყვნენ და რომ დასავლეთი კი ცდებოდა, როცა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები.

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა! დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს - პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს! დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!

წერს უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია 2008 წლის აგვისტოს ომზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა