logo
ENG


სააკაშვილი: მიზანია, გადავრჩე - ეს იმედის მესიჯია ქვეყნის დემოკრატიისთვის მებრძოლებისთვის
  • 754ნახვები

ჩემი დაღუპვა საქართველოსთვის მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვა არ იქნება, არამედ ეს იქნება დღე, როცა საქართველოს ხელისუფლება სრულად იტყვის უარს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე და ჩაეხუტება კრემლს.

დღეს გადარჩენისთვის ჩემი ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლაა, იგივეა, რაც საქართველოს ბრძოლაა.

შესაბამისად, ჩემი მთავარი ამბიცია აღარაა ახალი ქალაქების აშენება, ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმა ან არჩევნებში გამარჯვება. ახლა ჩემი მიზანია, დავრჩე ცოცხალი.

რადგან, მანამ სანამ ცოცხალი ვიქნები, თუნდაც ამ პირობებში, მე იმედისა და გამძლეობის მესიჯს ვუგზავნი ამ კედლების მიღმა საქართველოს დემოკრატიულობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მებრძოლებს, ვინც იბრძვიან, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს როგორც აქ, ისე უკრაინაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

ტელევიზორში ვუყურებ არაჩვეულებრივ პრეზიდენტ ზელენსკის. ვხედავ კიევის ხალხს, ვხედავ უკრაინელ ლიდერებს, ვინც საკუთარი ქვეყანა გადაარჩინეს და მას გამარჯვებამდე მიიყვანენ.

ვიცი, ციხეში რომ არ ვიჯდე მეც იქ ვიქნებოდი, იმ სატელევიზიო სტუდიებში, იმ შეხვედრების ოთახებში, გეოპოლიტიკის ფრონტის ხაზზე, მოვიტანდი ცვლილებებს. ის, რომ მოქმედება არ შემიძლია, ჩემთვის უდიდესი სასჯელია.

ახლა ჩემი წვლილი გადარჩენაა.

წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Newsweek-ისადმი წერილში.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა