logo
ENG


კობახიძე ზურაბიშვილზე: კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი აქვს, საერთო პატრონები ჰყავთ
  • 357ნახვები

საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან. რაც შეეხება რეაგირებას, ერთი თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი... იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი აქვს. ამ გარანტიის გარეშე, რა თქმა უნდა, ის უხეშად კონსტიტუციას არ დაარღვევდა. მათ აქვთ გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და ნაცმოძრაობას ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და რა თქმა უნდა, არ დაარღვევდა ასე უხეშად კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში დაგეგმილ შეხვედრებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტი "უხეშად არღვევს" კონსტიტუციას, რასაც "შესაბამისი რეაგირება სჭირდება".



ასევე ნახეთ
close დახურვა