logo
ENG


ლინკევიჩუსი: საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა დააკმაყოფილოს, ჩვენ პროგრესს ვერ ვხედავთ
  • 477ნახვები

საქართველოს სამწუხაროდ, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა არ აქვს დაკმაყოფილებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ პროგრესს ვერ ვხედავთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო იყოს მუდმივად ჩვენს რადარზე, არ უნდა გავარდეს პროცესიდან. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც.

გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მიდის ამაზე მოლაპარაკება. უკრაინისა და მოლდოვას სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა დააკმაყოფილოს. ჩემი სურვილი გახლავთ შემდგომი, რომ ეს პირობები იყოს დაკმაყოფილებული და უნდა დავამატოთ რიგი მოთხოვნებისა. მაგალითად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისად უნდა წარმართოს საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ 2024 წლის არჩევნები, დრო ამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის. ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარი იქნება ეს ყველაფერი.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ფორმულასთან ინტერვიუს დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა