logo
ENG


კარპენტერი სტატუსზე: უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღოს
  • 1647ნახვები

ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც წესით მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ისარგებლოს. ევროკავშირი ნათლად აცხადებს, რა არის საჭირო - მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას. ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საქართველომ საკუთარ ხელში უნდა აიღოს.

გასულ კვირას შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირმა შესაძლოა ახალი წევრების ინტეგრაცია განახორციელოს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის. თუ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად უნდა ეს, არის გზები იმისთვის, რომ მათი ხმები გაგონილი იყოს. არსებობს სამოქალაქო საზოგადოებები და ხმამაღალი საუბრისთვის სხვა გზები. გააგებინეთ მთავრობას, როგორია ხალხის აზრი. დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მან გამოთქვა ერთგულება ევროკავშირის12 პრიორიტეტის მიმართ, რომელთაგანაც 3 შესრულებულად გამოცხადდა. როგორც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ, ეს არის თქვენი შანსი, ნება მოგვეცით დაგეხმაროთ. ჩვენ გვინდა, დაგეხმაროთ, მოვიზიდოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია, დაგეხმაროთ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ევროკავშირსაც, ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და ეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება".



ასევე ნახეთ
close დახურვა