logo
ENG


ბეჟაშვილი: ხალხმა იხილა სააკაშვილის ცალსახა გზავნილი, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს
  • 488ნახვები

საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი და ცალსახა გზავნილი რომ ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ ენმ-ის კარი ღიაა ყველა ადამიანისათვის. ადამიანებმა, რომლებსაც შინაგანი კომპლექსები აქვთ, უნდა გადალახონ ეს წინააღმდეგობები და ერთიანობისათვის ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხდებაში თქვა:  "პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია".



ასევე ნახეთ
close დახურვა