logo
ENG


წითლიძე: ბორელთან ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს
ანი წითლიძე
07 სექ, 2023 12:06
წითლიძე: ბორელთან ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს
  • 521ნახვები

რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეხვდეთ და ჩვენი მთავარი გზავნილი ამ ყველაფერში იქნება ის, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსთან ერთად, უმნიშვნელოვანესი არის, ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი არჩევნები, რადგან მათ გარეშე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ ეს გზავნილები გვექნება ბატონ ბორელთან.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩამოდის.



ასევე ნახეთ
close დახურვა