ბოლო 7 დღის განმავლობაში ჩვენ წინ წავიწიეთ. ტავრიის და ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებები, ავდიივკა და მარინკა - ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს. ყოველ კვირას ჩვენი მეომრები ინარჩუნებენ ინიციატივას უკრაინის ხელში. უკრაინული გმირობა განსაზღვრავს, როგორ დასრულდება ეს ომი. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იართან რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ მოხალისეების მანქანას. პირდაპირი დარტყმა მიაყენეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან. რუსების ეს დაბომბვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოსაა უკრაინის წინააღმდეგ ომი მსოფლიოში ყველასთვის, ვინც ნამდვილად აფასების ადამიანის სიცოცხლეს და ვინც თვლის, რომ კაცობრიობის საერთო მორალური მოვალეობაა, შეწყვიტოს ტერორი და დაამარცხოს ბოროტება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.