logo
ENG


ჯაფარიძე: პრემიერის ჩარტერი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად
  • 7629ნახვები

ფული საიდან? ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტო", სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" აქვს შპს "მოსავლის მართვის კომპანია", შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვები"-ს, შპს "ქართული ფესვები" არის ტარიელ ღარიბაშვილის.

150 000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი), ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში.

ბოლო აბზაცის გარდა ყველა ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ანუ, ლევან დავითაშვილმა ბიუჯეტიდან დააფინანსა პრემიერის ფრენა სამთავრობო თვითმფრინავით და შუაში ყურძენი დასჭირდათ გასათეთრებლად. ციცქა ცოლიკაურიაო ამბობენ.

წერს გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ღარიბაშვილის ჩარტერის ფული მისმა მამამ გადაიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა