logo
ENG


ჯაფარიძე: ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სდსს-ს? სადაა ოფიციალური მიმართვა?
  • 619ნახვები

თვენახევარი დასჭირდება აირზენას რომ საბოლოო ანგარიში მოგვაწოდოსო. ოკ. დავიკიდოთ აირზენა, დაველოდოთ

და ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს გუშინ? დღეს?

ტარიელსა და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?

ბ-ნმა ანზორმა აირზენას ზეპირად დაუკვეთა ფრენა, მიუნხენში პარკინგი და მერე უკან ფრენა? რამე დოკუმენტი არ შედგა? სადაა? რატომ არ ვნახეთ აქამდე?

ნუ, ქეშად რომ მიიტანა 34,000 ევრო ბ-ნ ანზორთან, მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რა შუაშია რომ საბანკო გადარიცხვას ვერ აყალბებენ ძველი თარიღით, უბრალოდ ძველი თაობის კაცია, ქეშით მოძრაობს სულ

წერს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ღარიბაშვილის ჩარტერის ფული მისმა მამამ გადაიხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა