logo
ENG


ბოკერია ფარცხალაძეზე: უბრალოდ თანამდებობა კი არ ეკავა, ახლაც ამ მანქანის საკვანძო ნაწილია
გიგა ბოკერია
15 სექ, 2023 12:02
ბოკერია ფარცხალაძეზე: უბრალოდ თანამდებობა კი არ ეკავა, ახლაც ამ მანქანის საკვანძო ნაწილია
  • 514ნახვები

პროცესი არის ძალიან ჯანსაღი - ანუ თავისუფალი სამყარო, შეერთებული შტატები ყველგან მსოფლიოში, იმ სტრუქტურებს, იმ ადამიანებს ავიწროებს, ვინც პუტინის ბოროტების იმპერიას ემსახურება, ეხმარება. ჩვენი პოლიტიკური უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანების რიცხვში არის ის ხალხი, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენს და პერსონალურად დაკავშირებულია, დაახლოებულია ივანიშვილთან. უბრალოდ მაღალი თანამდებობა კი არ ეკავა წარსულში - ახლაც ამ პოლიტიკური მანქანის საკვანძო ნაწილია.

 

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა